ტრანსფერზე დაყენებული მათე ცინცაძის სამი ვარიანტი
ტრანსფერზე დაყენებული მათე ცინცაძის სამი ვარიანტი

შჩეცინისპოგონის” ოფიციალური გვერდის ცნობით, ექსტრაკლასის აუტსაიდერმა სამი მოთამაშე ტრანსფერზე დააყენა, მათ შორის – ქართველი მათე ცინცაძეც.

22 წლის ცინცაძე ვასილ მაისურაძის 17 და 19 წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. 6 წელი თბილისის “ლოკომოტივში“ გაატარა, 2013 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშა, საიდანაც თბილისის “დინამომ“ შეიძინა. ამ პერიოდში მას საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებშიც იწვევდნენ.

პოლონურ კლუბში ცინცაძე 2017 წლის დასაწყისში გადავიდა – “პოგონმა” ქართულ მხარეს 100 ათასი ევრო გადაუხადა. თავიდან 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი სისტემატურად თამაშობდა. მაგრამ მერე სათადარიგოთა სკამზე დასვეს, ბოლოს კი დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს.

ცინცაძეს პოლონური კლუბის დატოვება თავადაც სურდა. მისი თქმით, უკრაინული, სლოვაკური და ყაზახური კლუბები იწვევენ და და უახლოეს პერიოდში ეცოდინება, რომელ ქვეყანაში ითამაშებს.