ტრანსფერს არ გამოისყიდიან – „ლეხი“ წიტაიშვილს „დინამოში“ აბრუნებს #1TVSPORT
ტრანსფერს არ გამოისყიდიან – „ლეხი“ წიტაიშვილს „დინამოში“ აბრუნებს #1TVSPORT

პოზნანის „ლეხმა“ სეზონში იჯარით დამატებული ფეხბურთელების ბედი გადაწყვიტა და ცნობილი გახდა, რომ გიორგი წიტაიშვილს პოლონური კლუბის დატოვება მოუწევს.

კერძოდ, გადაწყდა, რომ კიევის „დინამოს“ ქართველი გარემარბის, გიორგი წიტაიშვილის კონტრაქტს არ გამოისყიდიდნენ.

„ოთხი ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ ოჯარით ავიყვანეთ – დომინიკ ჰოლეკი (პრაღა სპარტა), არტურ რუდკო (ხარკოვი მეტალისტი), გიორგი წიტაიშვილი (კიევის დინამო) და მატეუშ ზუკოვსკი (რეინჯერსი) დაგვტოვებენ და თავიანთ კლუბებში დაბრუნდებიან“, – წერია პოლონური კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

მიმდინარე სეზონში გიორგი წიტაიშვილმა პოზნანის „ლეხში“ 24 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ საგაზაფხულო ეტაპზე გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან ბრომი ქართველს საერთოდ აღარ ათამაშებდა.