„ტრანსფერმარკტის“ ინფორმაცია არ დადასტურდა - გიორგი ხარაიშვილი „დინამოში“ დარჩა #1TVSPORT
გიორგი ხარაიშვილმა „დინამო თბილისთან“ საიჯარო ხელშეკრულება გაახანგრძლივა და უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშში“ არ დაბრუნდება, – საქართველოს პირველ არხს ეს ინფორმაცია თბილისური კლუბდან აცნობეს.
27 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი უნგრეთის ჩემპიონს ეკუთვნოდა, საქართველოს ჩემპიონის რიგებში კი იჯარით თამაშობდა. თუმცა, გერმანული სამენეჯრო ვებპორტალის, „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, ხარაიშვილი „ფერენცვაროშში“ დაბრუნდა, რაც არ დადასტურდა.
„საბურთალოს“ აღზრდილი გიორგი ხარაიშვილი „გეტებორგში“ 2018 წლის 23 თებერვალს იჯარით გადავიდა, ხოლო 2019 წლის დასაწყისში სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შვედურმა კლუბმა შემტევ ნახევარმცველში თბილისურ კლუბს 300 000 ევრო გადაუხადა.
შვედური კლუბიდან ხარაიშვილის ტრანსფერი 2021 წლის თებერვალში „ფერენცვაროშმა“ გამოისყიდა, მაგრამ ფეხბურთელს ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა და ფორმის აღსადგენად 2023 წლის თებერვალში „დინამო თბილისში“ გადავიდა, რომელთანაც უნგრელებმა საიჯარო ხელშეკრულება გააფორმეს.
გიორგის საქართველოს ნაკრებში უთამაშია – 2017 წლის იანვარში ვლადიმერ ვაისმა ამხანაგური შეხვედრები ჩაატარებინა, მაგრამ ხარაიშვილის ბოლოს ხორვატიის წინააღმდეგ 2019 წლის ნოემბერში გამართულ ამხანაგურ მატჩში გამოიძახეს.