„ტრანსფერმარკტი“ – ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები სალია და ხარებაშვილი არიან #1TVSPORT

10:15, 23.04.2025

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეების სიაში „დინამო თბილისის“ ორი მოთამაშეა – 17 წლის თავდამსხმელი ვახტანგ სალია და 16 წლის მცველი საბა ხარებაშვილი – ინფორმაციას ვებგვერდი „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ხუთეულში მხოლოდ ქართული ფეხბურთის აღზრდილები არიან – 26 წლის გიორგი კოხრეიძე, და 22 წლის გიზო მამაგეიშვილი და საბა ხვადაგიანი.

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები:

1. ვახტანგ სალია, „დინამო თბილისი“ – 800 000 ევრო;

2. საბა ხარებაშვილი, „დინამო თბილისი“ – 800 000 ევრო;

3. გიორგი კოხრეიძე, „ტორპედო“ – 650 000 ევრო;

4. გიზო მამაგეიშვილი, „იბერია“ – 500 000 ევრო;

5. საბა ხვადაგიანი, „დინამო თბილისი“ – 500 000 ევრო;

6. კრისტიან რივერა, „ტორპედო“ 450 000 ევრო;

7. ვარლეი, „ტორპედო“ – 450 000  ევრო;

8. ივა გელაშვილი, „იბერია“ – 400 000 ევრო;

9. საბა კვირკველია, „ტორპედო“ – 400 000 ევრო;

10. ბიორნ იონსენი, „ტორპედო“ – 400 000 ევრო;

11. ფელიპე პირესი, „ტორპედო“ – 400 000 ევრო;

12. მატეო ითრაქი, „ტორპედო“ – 400 000 ევრო;

13. ბუბაკარ კონტე, „დილა“ 400 000 ევრო;

14. მუტირ შაჟია, დინამო (ბათუმი) – 400 000 ევრო;

15. ნოდარ ლომინაძე „დინამო თბილისი“ 400 000 ევრო;

მსგავსი