„ტრანსფერმარკტი“ - „დინამო თბილისმა“ ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
„ტრანსფერმარკტი“ - „დინამო თბილისმა“ ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსმელი, დენის ბუშნია დაიმატა – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

23 წლის დენის ბუშნიარიეკას“ ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია. მან პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი 2018 წლის 26 სექტემბერს, ხორვატიის თასზე ჩაატარა.

იყო ხორვატიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებში მისი დებიუტი 2021 წლის 2 სექტემბერს, აზერბაიჯანთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში შედგა.

დენის ბუშნია

სიმაღლე: 171 სმ, წონა: 73 კგ;

პოზიცია: ფლანგის გარემარბი, შემტევი ნახევარმცველი;

ახალგაზრდული კარიერა

2011-2014 | „ჩაკოვეცი

2014-2015 | „მეჯიმურიე

2015-2018 | „რიეკა

პროფესიული კარიერა

2018-2019 | „რიეკა“ 15 მატჩი;

2019-2020 | „ისტრია“ 15 მატჩი;

2020-2021 | „სერედი“ 18 მატჩი, 2 გოლი;

2021-2023 | „რიეკა“ 34 მატჩი, 2 გოლი;

2023 | „ბრავო“ 15 მატჩი, 1 გოლი;

სანაკრებო კარიერა

2015 | ხორვატია U16 – 2 მატჩი;

2018-2019 | ხორვატია U19 – 4 მატჩი

2019 | ხორვატია U20 – 2 მატჩი

2021 | ხორვატია U21 – 3 მატჩი