Transfermarkt-მა წულუკიძის „დინამოში“ გადასვლა დაადასტურა #1TVSPORT
Transfermarkt-მა წულუკიძის „დინამოში“ გადასვლა დაადასტურა #1TVSPORT

Transfermarkt-მა უახლესი ტრანსფერების სია გამოაქვეყნა, რომელშიც ლუკა წულუკიძის „დინამო თბილისში“ გადასვლა დაადასტურა.

გერმანული ვებგვერდის ცნობით, 19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა საქართველოს ჩემპიონთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, ჯერ „დინამო თბილისს“ წულუკიძის ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ფეხბურთელმა, რომელიც საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ლიდერი იყო, კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო, სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. ასაკობრივ ნაკრებებში კარგი თამაშისა და კლუბში წარმატებული დებიუტის შემდეგ, წულუკიძემ უცხოური გუნდები დააინტერესა.

ლუკა გასინჯვაზე „კარლსრუეში“ იყო, მაგრამ სანამ გერმანული კლუბი ტრანსფერზე ფიქრობდა, ეკატერინბურგისურალმა“ ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა და 2022 წლის 8 თებერვალს რუსეთის პრემიერლიგის გუნდის მოთამაშე გახდა.

ორ კვირაში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და წულუკიძე საქართველოში, „საბურთალოში“ დაბრუნდა, სადაც 11 წლიდან ვარჯიშობდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო ისევ „ურალში“ დაბრუნდა.

Transfermarkt-ი „დინამო თბილისის“ ახალწვეულის სატრანსფერო ღირებულებას 100 ათას ევროდ აფასებს.