Transfermarkt-მა შეფასებები განაახლა - ჩაკვეტაძის ფასი გაიზარდა, მამარდაშვილის შემცირდა #1TVSPORT
Transfermarkt-მა შეფასებები განაახლა - ჩაკვეტაძის ფასი გაიზარდა, მამარდაშვილის შემცირდა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი გაიზარდა, ხოლო გიორგი მამარდაშვილის შემცირდა, – ასეთია სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო Transfermarkt-ის განახლებული შეფასება.

გიორგი ჩაკვეტაძე მეორე სეზონია, „უოტფორდში“ თამაშობს. ახალ სეზონში გუნდის ლიდერი გახდა. ინგლისის ჩემპიონშიფსა და საქართველოს ნაკრებში ჩატარებული წარმატებული შეხვედრების შემდეგ მისი ტრანსფერის ღირებულება 2.5 მილიონი ევროდან 4-მილიონამდე გაიზარდა.

გიორგი მამარდაშვილის შეფასება კი შემცირდა – 45 მილიონის ნაცვლად, მის გრაფაში 40 მილიონი წერია. წარმატებული წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარის შეფასების შემცირება მოულოდნელი ამბავია.