Transfermarkt-მა მსოფლიო ჩემპიონატის 20 ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშის სია გამოაქვეყნა #1TVSPORT
Transfermarkt-მა მსოფლიო ჩემპიონატის 20 ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშის სია გამოაქვეყნა #1TVSPORT

ცნობილმა სამენეჯერო პლატფორმამ, Transfermarkt-მა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 20 ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშის სია გამოაქვეყნა.

სიის სათავეში არიან ლამინ იამალი (ესპანეთი) და ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია). ხუთეულში ორი ფრანგია – კილიან მბაპე და მაიკლ ოლისე, ასევე პედრი ესპანეთიდან.

  1. ლამინ იამალი (ესპანეთი) – 18 წლის, 200 მილიონი ევრო
  2. ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია) – 25 წლის, 200 მილიონი ევრო
  3. კილიან მბაპე (საფრანგეთი) – 27 წლის, 180 მილიონი ევრო
  4. პედრი (ესპანეთი) – 23 წლის, 150 მილიონი ევრო
  5. მაიკლ ოლისე (საფრანგეთი) – 24 წლის, 150 მილიონი ევრო
  6. ჟოაო ნევეში (პორტუგალია) – 21 წლის, 140 მილიონი ევრო
  7. ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია) – 25 წლის, 140 მილიონი ევრო
  8. ვიტინია (პორტუგალია) – 26 წლის, 140 მილიონი ევრო
  9. ჯუდ ბელინგემი (ინგლისი) – 22 წლის, 130 მილიონი ევრო
  10. დეზირე დუე (საფრანგეთი) – 21 წლის, 120 მილიონი ევრო
  11. დეკლან რაისი (ინგლისი) – 27 წლის, 120 მილიონი ევრო
  12. ბუკაიო საკა (ინგლისი) – 24 წლის, 110 მილიონი ევრო
  13. ფლორიან ვირცი (გერმანია) – 23 წლის, 100 მილიონი ევრო
  14. ჯამალ მუსიალა (გერმანია) – 23 წლის, 100 მილიონი ევრო
  15. მოისეს კაისედო (ეკვადორი) – 24 წლის, 100 მილიონი ევრო
  16. უილიამ სალიბა (საფრანგეთი) – 25 წლის, 100 მილიონი ევრო
  17. ხულიან ალვარესი (არგენტინა) – 26 წლის, 100 მილიონი ევრო
  18. უსმან დემბელე (საფრანგეთი) – 29 წლის, 100 მილიონი ევრო
  19. უსმან დიომანდე (კოტ-დ’ივუარი) – 19 წლის, 90 მილიონი ევრო
  20. არდა გიულერი (თურქეთი) – 21 წლის, 90 მილიონი ევრო

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის მატჩით დაიწყება. ტურნირის ფინალი 19 ივლისს, ნიუ ჯერსიში ჩატარდება.