Transfermarkt-მა კვარაცხელიას ფასი მილიონით შეამცირა #1TVSPORT
Transfermarkt-მა კვარაცხელიას ფასი მილიონით შეამცირა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო შეფასება სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალმა Transfermarkt-მა მილიონი ევროთი შეამცირა.

გამოცემა „არეა ნაპოლი“ ვარაუდობს, რომ ყაზანის „რუბინიდან“ ბათუმის „დინამოში“ გადასული ქართველი თავდამსხმელის შეფასების შემცირება (16 მილიონი ევროდან 15 მილიონამდე) საქართველოს ჩემპიონატის დაბალი რეიტინგის შედეგია. Transfermarkt-ის შეფასებით, ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელის მაქსიმალური ფასი ერთ მილიონ ევროს აღწევდა.

ანალოგიური მიზეზითაა გამოწვეული ზურიკო დავითაშვილისა და საბა კვირკველიას ფასების შემცირებაც – პირველის ფასი (აქამდე 2,5 მილიონ ევრო იყო) 2 მილიონი გახდა, ხოლო კვირკველიას გრაფაში „ხარკოვის „მეტალისტიდან“ „გაგრაში“ გადასვლის გამო მილიონი (იყო 1,2 მლნ) წერია.

თუმცა, საქართველოს ჩემპიონატში არის მატებაც – ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების მცველის, ირაკლი აზაროვის გრაფაში ერთი მილიონის ნაცვლად, უკვე 1,2 მილიონი წერია, ხოლო ჯოვინო ფლამარიონის შეფასება 550 ათასი ევროდან 800-მდე გაიზარდა, სულ კი ეროვნულ ლიგაში მილიონად შეფასებული ოთხი მოთამაშეა, რაც ჩვენი ჩემპიონატისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ელიგის ყველაზე ძვირადღირებულთა ხუთეული

1 ხვიჩა კვარაცხელია, დინამო ბათუმი 15 მილიონი ევრო

2 ზურიკო დავითაშვილი, დინამო ბათუმი 2,00

3 ირაკლი აზაროვი, დინამო ბათუმი 1,20

4 საბა კვირკველია, გაგრა 1,00

5 ფლამარიონი, დინამო ბათუმი 0,800