„ტრანსფერმარკეტვები“ - „დორტმუნდმა“ კვარაცხელიას ტრანსფერზე მოთხოვნა გააკეთა
„ტრანსფერმარკეტვები“ - „დორტმუნდმა“ კვარაცხელიას ტრანსფერზე მოთხოვნა გააკეთა

„დორტმუნდის „ბორუსიამ“ ყაზანის „რუბინს“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ მიმართა“, – ინფორმაციას სამენეჯერო ვებგვერდი Transfermarketweb ავრცელებს.

„დორტმუნდის „ბორუსიამ“ ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა და კლუბს მიმართა. მოთამაშის მიმართ ინტერესს უკვე ავლენენ მოსკოვის „ლოკომოტივი“ და „ტორინო“. ბოლოს გავრცელებული ხმების მიხედვით, გერმანული კლუბი კვარაცხელიას დაუკავშირდა და მისი საკითხით დაინტერესდა. 2001 წელს დაბადებულმა კვარაცხელიამ ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გააფორმა“, – წერს სამენეჯერო ვებგვერდი Transfermarketweb.

„დორტმუნდის” დაინტერესებაზე ინფორმაცია მცირე ხნის წინ გავრცელდა, მაგრამ ეს ყველამ ჭორად ჩათვალა. სამენეჯერო ვებგვერდი Transfermarketweb უფრო სანდო წყაროა და მისი ცნობა 19 წლის ქართველით გერმანული გრანდის დაინტერესებაზე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. სამენეჯერო ვებგვერდი აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას „სევილიაც“ აკვირდება.