ტრამპმა სირიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა

05:34, 14.04.2018

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღით სავარაუდო თავდასხმის საპასუხოდ, სირიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.

„აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს მივეცი ბრძანება, წერტილოვანი დარტყმები განახორციელონ სამიზნეებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სირიის დიქტატორ ბაშარ ასადის ქიმიურ იარაღთან“, – ამერიკული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა.

ტრამპის განცხადებით, სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპერაციაში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც ჩაერთვებიან.

მსგავსი