ტრამპმა ო'სალივანს დრამატული ფინალი მოუგო
ტრამპმა ო'სალივანს დრამატული ფინალი მოუგო

ბრიტანელი ჯად ტრამპი სნუკერში პროფესიული ტურის მორიგი ტურნირის Northern Ireland Open-2018-ის გამარჯვებული გახდა.

მან ფინალში თანამემამულე რონი ო’სალივანი 9:7 დაამარცხა. მე-13 ფრეიმში რონიმ ფინალის ყველაზე გრძელი სერია (134 ქულა) შეასრულა და 7:6 დაწინაურდა, რითაც საერთო მოგებამდე ორი ფრეიმის აღება აშორებდა, მაგრამ ბოლო სამი ფრეიმი ტრამპმა მოიგო.

29 წლის ტრამპმა კარიერაში თავისი მეცახრე სარეიტინგო ტურნირი მოიგო და 2018 წელს პირველი ტიტული მოიპოვა. ო’სალივანს წელს ორი მოგება აქვს – შანხაის „მასტერსზე“ და Champions of champions-ზე.

ტრამპი და ო’სალივანი სარეიტინგო ტურნირების ფინალში მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. ანგარიში გათანაბრდა – 2:2.