ტრამპლინი: ნორვეგიის გუნდური ოქრო

18:35, 19.02.2018

ნორვეგიელთა და გერმანელთა დომინირებით წარიმართა გუნდური შეჯიბრი ტრამპლინიდან ხტომაში, რომლის საბოლოო გამარჯვებული ნორვეგიის ნაკრები გახდა. საინტერესოა, რომ სიშორის გარდა, ამ დისციპლინაში ნახტომი ხარისხითაც ფასდებოდა და გერმანელმა მსაჯმა ერთ-ერთ ნორვეგიელს მაქსიმალური – 20 ქულა დაუწერა, რითაც ფაქტობრივად საკუთარი ქვეყნის გუნდის დამარცხებაში შეიტანა წვლილი.

ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი პოლონელები გახდნენ.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე

 

მსგავსი