ტრამპის ადვოკატმა ჯულიანიმ სომხეთში კრემლის დაფინანსებულ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა

09:39, 01.10.2019
WASHINGTON, DC - MAY 05:  Latest appointee to President Donald Trump's legal team and former Mayor of New York City  Rudy Giuliani speaks at the Conference on Iran on May 5, 2018 in Washington, DC. Over one thousand delegates from representing Iranian communities from forty states attends the Iran Freedom Convention for Human Rights and Democracy.  (Photo by Tasos Katopodis/Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატმა რუდი ჯულიანიმ სომხეთში კრემლის დაფინანსებულ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, რუდი ჯულიანი სომხეთის დედაქალაქში 30 სექტემბერს უნდა ჩასულიყო და დასწრებოდა კონფერენციას, რომლის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ტრამპის ადვოკატი ციფრული ფინანსური ტექნოლოგიების სექციაში გამოვა სიტყვით. ამ სექციის მოდერატორი სერგეი გლაზევია, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა და მის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული.

თავად კონფერენცია, რომელიც ერევანში 30 სექტემბერს დაიწყო და პირველ ოქტომბერსაც გრძელდება, რუსეთისა და ევრაზიული კავშირის მიერ არის დაფინანსებული.

ამავე პერიოდში ერევანში იქნება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტს დაესწრება.

ტრამპის ადვოკატმა განაცხადა, რომ არ იცოდა, „ერევანში პუტინიც რომ ჩადის და კონფერენციის მონაწილეთა სიაში არ ჩაუხედავს“.

„მე მეგონა, რომ სომხეთში უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მივდიოდი“, – განაცხადა ჯულიანიმ.

მსგავსი