ტრამპის ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი მიიჩნევს, რომ უკრაინაში აშშ-ის ოთხი ელჩი სოროსის პროტექციით იყო დანიშნული
ტრამპის ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი მიიჩნევს, რომ უკრაინაში აშშ-ის ოთხი ელჩი სოროსის პროტექციით იყო დანიშნული

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი მიიჩნევს, რომ უკრაინაში აშშ-ის ოთხი ელჩი ჯორჯ სოროსის პროტექციით იყო დანიშნული. ჟურნალ „ნიუ იორკთან“ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის პირადმა ადვოკატმა, რუდოლფ ჯულიანიმ თქვა, რომ ამერიკელი მილიარდერი იდგა უკრაინაში მარი იოვანოვიჩის ელჩად დანიშვნის უკან, რომელმაც თანამდებობა 2019 წლის მაისში დონალდ ტრამპის მოთხოვნის საფუძველზე დატოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა დიპლომატი არალოიალურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

ჯულიანის თქმით, მისი პოზიცია ანტისემიტური არ არის, რადგან ისრაელს მხარს არ უჭერს და პირიქით – სოროსი ისრაელის მტერია. აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატმა ჟურნალის კითხვებს უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ უპასუხა, სადაც შეაგროვა ინფორმაცია, რაც დემოკრატების მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. „დემოკრატიული პარტია“ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვს.