ტრამპი ტოკიოს ოლიმპიადის ერთი წლით გადატანას ემხრობა
ტრამპი ტოკიოს ოლიმპიადის ერთი წლით გადატანას ემხრობა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა უნდა განიხილონ თამაშების ერთი წლით გადატანა მთელს მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის გამო. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ტრამპს მიაჩნია, რომ არ შეიძლება ოლიმპიადის ჩატარება მაყურებლების გარეშე.

ზაფხულის თამაშები იაპონიის დედაქალაქში 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გაიმართოს. ამ მომენტისთვის, საორგანიზაციო კომიტეტი გამორიცხავს თამაშების გაუქმებას ან გადატანას.