ტრამპი და პუტინი 28 ივნისს ოსაკაში შეხვდებიან
ტრამპი და პუტინი 28 ივნისს ოსაკაში შეხვდებიან

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრას 28 ივნისს გამართავენ.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა. კრემლში ამბობენ, რომ იაპონიის ქალაქ ოსაკაში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ერთსაათიანი შეხვედრაა დაგეგმილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები რეგიონული სტაბილურობის საკითხებს, მათ შორის სირიის ომს, ვენესუელის პოლიტიკურ კრიზისს და ირანთან არსებულ დაძაბულ ვითარებას განიხილავენ.

დატოვე კომენტარი