თქვენზე ბევრია დამოკიდებული, უნდა შეძლოთ - შოთა არველაძემ კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძეს მიმართა #1TVSPORT
თქვენზე ბევრია დამოკიდებული, უნდა შეძლოთ - შოთა არველაძემ კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძეს მიმართა #1TVSPORT

შოთა არველაძემ საბერძნეთთან წაგებული მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის სურათი გამოაქვეყნა.

„რთული პერიოდია და თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. უნდა შეძლოთ!“, – ასეთი იყო მოწოდება, რომლითაც შოთა არველაძემ ეროვნული ნაკრების ორ ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 5 ტურის შემდეგ მხოლოდ ქულა დააგროვა – გარდა იმისა, რომ ვილი სანიოლის გუნდმა მეორე-მესამე ადგილებზე გასვლის თეორიული შანსიც კი დაკარგა, ბოლო ადგილზეა და კოსოვოსთანაც კი წააგო.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში „ჯვაროსნებს“ 9 წელია აღარ მოუგიათ, რაც ხალხის სამართლიან აღშფოთებას იწვევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ მატჩს კოსოვოსთან 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე გამართავს. დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.