ტოტის სატელევიზიო შოუში გადაიღებენ
ტოტის სატელევიზიო შოუში გადაიღებენ

„რომას“ ყოფილი კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ბრიტანული სატელევიზიო შოუს „სელებრითი ჰანთიდ“-ის (Celebrity Hunted) ვერსიის ერთ-ერთი მონაწილე გახდება.

შოუს მონაწილენი წყვილებად იქნებიან დაყოფილები. 14 დღის განმავლობაში, მათ დაჭერას ეცდებიან ე. წ. მონადირეები, რომელთა შორის იქნებიან ყოფილი პოლიციელები, დაზვერვის თანამშრომლები და ქვეითი ჯგუფები.

მონადირეებს უფლება ექნებათ – გამოიყენონ ნებისმიერი კანონიერი ხერხი სელებრითების მოსაძებნად, მათ შორის, ტელეფონების მოსმენა, ვიდეოთვალთვალი, ავტომობილების ნომრების ამოცნობა.

დევნილები არ არიან ვალდებულნი წყვილებად დარჩნენ მთელი ორი კვირის განმავლობაში და შეუძლიათ ხშირად დაშორდნენ ერთმანეთს, რათა გაზარდონ თავის გადარჩენის შანსები. გარდა იმისა, რომ ისინი 14 დღის განმავლობაში ვერ უნდა აღმოაჩინონ, მონაწილეებმა უნდა მიაღწიონ გარკვეულ ზონამდე, რათა მიიღონ 100 ათასი ფუნტი, რომელიც ქველმოქმედებას მოხმარდება.