ტოტი, ძანეტი და ალეგრი იტალიის ფეხბურთის დიდების დარბაზში მოხვდნენ
ტოტი, ძანეტი და ალეგრი იტალიის ფეხბურთის დიდების დარბაზში მოხვდნენ

ცნობილი გახდა, თუ ვის შეიყვანენ იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში 2018 წლის შედეგების მიხედვით.

როგორც „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia) წერს, იტალიელ ფეხბურთელთაგან დიდების დარბაზში „რომას” ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი და ლეგიონერებიდან – „ინტერის“ მრავალწლიანი კაპიტანი ხავიერ ძანეტი მოხვდნენ. მწვრთნელებს შორის ამგვარი პატივი მასიმილიანო ალეგრის ერგო, რომელიც დღეს სათავეში „იუვენტუსს“ უდგას. გარდა ამისა, ფუნქციონერთაგან, დიდების დარბაზის წევრი გახდება „ბარის“ ყოფილი მფლობელი ანტონიო მატარეზე.

სხვა კატეგორიები ასე გამოიყურება: მსაჯი – ნიკოლა რიცოლი; ვეტერანი – ჯანკარლო ანტონიონი; ქალი ფეხბურთელი – მილენა ბერტოლინი; In memoriam (ნომინაცია მათთვის, ვინც დიდების დარბაზში სიკვდილის შემდეგ შეჰყავთ) – ჯიპო ვიანი, ამადეო ამადეი; სპეციალური პრიზი – ჯანი ბრერა.