„ტოტენჰემთან“ ორივე ქართველმა ითამაშა - „ვოლფსბერგერმა“ ვერაფერი გააწყო
„ტოტენჰემთან“ ორივე ქართველმა ითამაშა - „ვოლფსბერგერმა“ ვერაფერი გააწყო

ევროპის ლიგაზე 1/16-ფინალის პირველი შეხვედრები გაიმართა. ამ ეტაპზე ორი ისეთი გუნდი მოხვდა, სადაც ქართველი ფეხბურთელები გამოდიან.

დათა ხოჭოლავას გუნდმა, დონეცკის „შახტარმა“ გასვლაზე ისრაელში თელ-ავივის „მაკაბი“ 2:0 დაამარცხა, ორივე გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს. 31-წ წუთზე ანგარიში ალან პატრიკმა გახსნა, საბოლოო ანგარიში კი 93-ე წუთზე ტეტემ დააფიქსირა და დიდი ალბათობით, დონეცკელები 1/8-ფინალში ითამაშებენ. საქართველოს ნაკრების მცველი ხოჭოლავა, ამჯერად მწვრთნელმა დაასვენა.

საპირისპირო მდგომარეობაში აღმოჩნდა ავსტრიული „ვოლფსბერგერი“, რომელმაც სახლში ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. ინგლისელებიდან თავი გამოიჩინეს სონმა (13), ბეილიმ (28), ლუკასმა (34) და ლინდმა (პენ-55), ხოლო ავსტრიელებიდან კარლოს ვინისიუსმა. ფაქტობრივად, ამ მოგებით „ტოტენჰემმა“ 1/8-ფინალის საგზური გაინაღდა. ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გურამ გიორბელიძე მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.