„ტოტენჰემს“ სეზონის ბოლომდე ტუდორი უხელმძღვანელებს #1TVSPORT
„ტოტენჰემს“ სეზონის ბოლომდე ტუდორი უხელმძღვანელებს #1TVSPORT

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ზეპირ შეთანხმებას მიაღწია იგორ ტუდორთან დროებითი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ, – წერს გამოცემა The Athletic-ი.

ინგლისურმა კლუბმა 47 წლის ხორვატ სპეციალისტს ოთხშაბათს ტომას ფრანკის განთავისუფლების შემდეგ მიმართა.

„იუვენტუსის“, „მარსელისა“ და „გალათასარაის“ ყოფილი მწვრთნელი „ტოტენჰემს“ სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. ტუდორის კონტრაქტში არ არის გათვალისწინებული პუნქტი მუდმივ სამუშაოზე.

ეს სეზონი ტუდორმა „იუვენტუსში“ დაიწყო, რის შემდეგაც ის ლუჩანო სპალეტიმ შეცვალა.