„ტოტენჰემს“ კონდოგბიას შეძენა სურს
„ტოტენჰემს“ კონდოგბიას შეძენა სურს

„ვალენსიას“ ნახევარმცველი ჟოფრე კონდოგბია „ტოტენჰემის“ ინტერესთა სფეროშია, – იუწყება Sky Sports.

წყაროს ინფორმაციით, „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ კონდოგბია, როგორც ცენტრალური ნახევარმცველი მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება.

ბრიტანულ გამოცემაში იმასაც აღნიშნავენ, რომ ჟოზე კონდოგბიას „ტოტენჰემის“ აგენტი 2017 წლიდან აკვირდება.

27 წლის ფეხბურთელმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში 24 მატჩი ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.
დატოვე კომენტარი