„ტოტენჰემმა“ წამყვანი ნახევარმცველი წლის ბოლომდე დაკარგა #1TVSPORT
„ტოტენჰემმა“ წამყვანი ნახევარმცველი წლის ბოლომდე დაკარგა #1TVSPORT

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანგე პოსტეკოგლუმ თავისი გუნდის ნახევარმცველის, ჯეიმს მედისონის სერიოზელ ტრავმაზე ილაპარაკა.

ფეხბურთელმა დაზიანების გამო მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა პრემიერლიგის მე-11 ტურში „ჩელსის“ წინააღმდეგ.

ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. 26 წლის ნახევარმცველი იანვრამდე ვერ შეძლებს თამაშს.

„მას კოჭის საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს. ის გარკვეული დრო ვერ დაგვეხმარება, სავარაუდოდ, ახალ წლამდე“, – განაცხადა პოსტეკოგლუმ.

მიმდინარე სეზონში მედისონმა პრემიერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.