„ტოტენჰემმა“ „რეალთან“ რეგილონის ტრანსფერი შეათანხმა
„ტოტენჰემმა“ „რეალთან“ რეგილონის ტრანსფერი შეათანხმა

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რეგილონი კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს. ტრანსფერის შესახებ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ამის შესახებ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

კლუბებმა სატრანსფერო თანხაზე მოილაპარაკეს – „ტოტენჰემი“ 30 მილიონ ევროს გადაიხდის. თავად ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები ლონდონურ კლუბთან და რჩება მხოლოდ გარიგების ოფიციალურად გაფორმება.

„ტოტენჰემი“ დათანხმდა „რეალის“ ორ პირობას: მადრიდელები მიიღებენ ფეხბურთელის უკან გამოსყიდვის უფლებას (40-45 მილიონ ევროდ) და ექნებათ გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება. თუ უახლოეს წლებში მცველს პრეტენდენტები გამოუჩნდება, „ტოტენჰემმა“ უნდა აცნობის „რეალს“ ამ წინადადების შესახებ.

უფრო ადრე არ შედგა რეგილონის ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედში“, რადგან ინგლისური კლუბი არ დათანხმდა ხელშეკრულებაში ფეხბურთელის მადრიდში დაბრუნების შესაძლებლობაზე პუნქტის შეტანას. ასევე მანჩესტერელები არ აღმოჩდნენ მზად ტრანსფერში 30 მილიონის გადასახდელად.