„ტოტენჰემმა“ ომარ მარმუშის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT

20:00, 27.08.2026

„ტოტენჰემმა“ ომარ მარმუშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ეგვიპტელი ლონდონურ გუნდს „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა.

მარმუში „ტოტეჰემში“ იჯარის წესით ითამაშებს, თუმცა ხელშეკრულებაში ჩადებულია გამოსყიდვის სავალდებულო პუნქტი, რის შემდეგაც კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ტრანსფერის ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 15 მილიონი დაემატება.

მარმუში „სიტის“ შემადგენლობაში 2025 წლის ზამთარში ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ გადაბარგდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 62 შეხვედრაში 16-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.

„ტოტენჰემი“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კლუბია მიმდინარე სატრანსფერო „ბაზარზე“. კლუბმა, მარმუშის გარდა, მარტინ დუბრავკა, მარკოს სენესი, ენდი რობერტსონი, იან პოლ ვან ჰეკე, მატეუშ ფერნანდეში, სანდრო ტონალი და სავინიო დაიმატა.

მსგავსი