„ტოტენჰემმა“ ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრების მცველი შეიძინა #1TVSPORT
„ტოტენჰემმა“ ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრების მცველი შეიძინა #1TVSPORT

„ვოლფსბურგის“ ნიდერლანდელი ფეხბურთელი მიკი ვან დე ვენი კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში“ გააგრძელებს. 21 წლის მცველმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.

გასულ სეზონში ვან დე ვენმა „ვოლფსბურგის“ შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.

ვან დე ვენი ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრების ფორმით მოედანზე 11-ჯერ გავიდა. ის მონაწილეობდა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატში, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართა.

Transfermarkt ახალგაზრდა ნიდერლანდელ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებს.