„ტოტენჰემმა“ მიკი ვან დე ვენთან კონტრაქტი ხუთი წლით გაახანგრძლივა #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების მცველმა, მიკი ვან დე ვენმა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ლონდონურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა ახალი ხუთწლიანი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. გაზეთ De Telegraaf-ის ინფორმაციით, ვან დე ვენის ჯამური ხელფასი ამ პერიოდში 75 მილიონ ევროს გაუტოლდება.
უფრო ადრე წერდნენ 25 წლის ფეხბურთელის მიმართ „ბარსელონასა“ და „ლივერპულის“ მხრიდან ინტერესის შესახებ.
გასულ სეზონში პრემიერლიგაში ვან დე ვენმა 35 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.