„ტოტენჰემმა“ მაურიციო პოჩეტინო გაათავისუფლა
„ტოტენჰემმა“ მაურიციო პოჩეტინო გაათავისუფლა

მაურიციო პოჩეტინო „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. მისი გათავისუფლების მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა. გუნდი ასევე დატოვა იმ სამწვრთნელო შტაბმა, რომელიც არგენტინელ სპეციალისტთან მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა“ გასულ წელს თავის ისტორიაში პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ იქ ანგარიშით 0:2 წააგო „ლივერპულთან“.

პოჩეტინო „ტოტენჰემს“ 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის „საუთჰემპტონსა“ და „ესპანიოლში“ მუშაობდა.

მიმდინარე სეზონზე „ტოტენჰემი“ მხოლოდ მე-14 ადგილზეა პრემიერლიგაში – მას 14 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ოთხი ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა.