„ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა - ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
„ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა - ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალის წყვილები ცნობილია #1TVSPORT

2024/25 წლის სეზონის ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია. ბოლო მეოთხედფინალში „ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დრამატულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

ლონდონელები მეტოქეს 3:0 უგებდნენ, თუმცა მეკარე ფრეიზერ ფორსტერის შეცდომების შემდეგ ანგარიში 2:3 გახდა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვედრის გადარჩენის შანსი მიეცა. მიუხედავად ამისა, შემდეგი ეტაპის საგზური მაინც „ტოტენჰემმა“ მოიპოვა.

მანამდე ნახევარფინალში გავიდნენ „ლივერპული“, „არსენალი“ და „ნიუკასლი“. წილისყრის შემდეგ კი ამ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:

„ტოტენჰემი“ – „ლივერპული“
„არსენალი“ – „ნიუკასლი“

ფინალში გასასვლელად გუნდებს ორმატჩიანი დუელის მოგება მოუწევთ. პირველი შეხვედრები იანვარში ჩატარდება, ხოლო განმეორებითი – თებერვალში. 2023/24 წლის სეზონში ლიგის თასი „ლივერპულმა“ მოიგო.