ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი კონორ გალაჰერი პრემიერლიგაში დაბრუნდა – მადრიდის „ატლეტიკოდან“ „ტოტენჰემში“ გადავიდა.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, გარიგების თანხამ 40 მილიონი ევრო შეადგინა. ინსაიდერ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, გალაჰერმა ხუთწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ „ტოტენჰემმა“ მოუგო გალაჰერისთვის კონკურენცია „ასტონ ვილას“.
მიმდინარე სეზონში ინგლისელმა „ატლეტიკოში“ ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.