„ტოტენჰემმა“ იჯარით კოლო-მუანი აიყვანა #1TVSPORT

18:02, 01.09.2025

რანდალ კოლო-მუანი კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს.

„ტოტენჰემი“ 2025 წლის ზაფხულამდე იჯარით აიყვანს „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელს, – წერს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.  პარიზულმა კლუბმა მიიღო ინგლისური მხარის წინადადება, რადგან კოლო-მუანის სურდა პსჟ-ის დატოვება. გარდა ამისა, თავად პარიზელები არ აპირებდნენ ფორვარდზე აქცენტის გაკეთებას ახალ სეზონში.

კოლო-მუანიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „იუვენტუსში“ გაატარა და სერია A-ს 16 მატჩში რვა გოლი გაიტანა.

მსგავსი