„ტოტენჰემმა“ გარეტ ბეილის დაბრუნება განიზრახა
„ტოტენჰემმა“ გარეტ ბეილის დაბრუნება განიზრახა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი გარეტ ბეილი „ტოტენჰემის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. უელსელი სწორედ ამ კლუბში თამაშობდა ესპანეთში გადაბარგებამდე. ეს ინფორმაცია გაზეთმა „მარკამ“ (Marca) გაავრცელა.

ესპანური პრესა იტყობინება, რომ ლონდონური კლუბი მზად არის, გაიღოს 50-60 მილიონი ევრო. ამასთან, „ტოტენჰემს“ არ შეუძლია გადაუხადოს ბეილს ის ხელფასი, რომელიც „რეალში“ აქვს – 17 მილიონი ევრო. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი მზად არის მხოლოდ ამ თანხის ნახევარი გადაიხადოს.

ბოლო სიტყვა „რეალს“ ეკუთვნის, რომელმაც ჯერ ვერ გადაწყვიტა, სურს თუ არა ფეხბურთელთან გამოთხოვება. ბეილი „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობს და მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.