„ტოტენჰემმა“ ჟოზე მოურინიო გუნდიდან გაათავისუფლა #1TVSPORT

14:06, 19.04.2021

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლონდონის „ტოტენჰემმა“ პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო და მისი სამწვრთნელო შტაბი გუნდიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ „დეზებმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს.

„კლუბს შეუძლია განაცხადოს, რომ ჟოზე მოურინიო და მისი სამწვრთნელო სტაფი – ჟოაო საკრამენტო, ნუნო სანტოსი, კარლოს ლალინი და ჯოვანი ჩერა თავიანთი პოსტებიდან გათავისუფლდნენ“, – წერია განცხადებაში.

https://twitter.com/SpursOfficial/status/1384082806209355779

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს მოურინიოს ადგილს ლონდონელთა გუნდში,

შეგახსენებთ, რომ ჟოზემ „ტოტენჰემი“ 2019 წელს ჩაიბარა. წინა სეზონი მან პრემიერლიგაში მე-6 ადგილზე დაასრულა. წელს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ პორტუგალიელ მწვრთნელს არც თუ ისე კარგი სეზონი ჰქონდა. გუნდი ინგლისის ჩემპიონატში მე-7 ადგილზე იმყოფება, ცოტა ხნის წინ კი ევროპის ლიგიდანაც გამოვარდა.

მსგავსი