„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა მოურინიოს ბედს სეზონის ბოლოს გადაწყვეტს
„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა მოურინიოს ბედს სეზონის ბოლოს გადაწყვეტს

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნლის, ჟოზე მოურინიოს გუნდში დატოვების საკითხს მიმდინარე სეზონის ბოლოს გადაწყვეტს, –  იუწყება ESPN.

მოურინიოს „ტოტენჰემში“ დარჩენასთან დაკავშირებით, პრესაში ხშირად იწერება, რადგან 2020/21 წლების სეზონში ლონდონელები პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეცხრე პოზიციაზე იმყოფებიან.

58 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მაურისიო პოჩეტინო 2019 წელს შეცვალა. მოურინიოს ხელმძღვანელობით გუნდმა 74 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 1,78 ქულას აგროვებს.