„ტოტენჰემის“ ფეხბურთელები მოურინიოს ვარჯიშებს ძველმოდურს უწოდებენ
„ტოტენჰემის“ ფეხბურთელები მოურინიოს ვარჯიშებს ძველმოდურს უწოდებენ

„ტოტენჰემის” ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ვარჯიშებით, – იტყობინება გაზეთი The Sun.

„სპურსის” რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებიც, თავდაპირველად, მოხარული იყვნენ პორტუგალიელის დანიშვნით, ორი თვის შემდეგ იმედი გაუცრუვდათ. მოთამაშეებს არ მოსწონთ, რომ ვარჯიშებზე აქცენტი კეთდება წინ ბურთის გრძელ ჩაგდებებზე. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტაქტიკა ძველმოდურია და უფრო მეტად ქვედა ლიგის გუნდებს ესადაგება. ამავდროულად, გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს ვარჯიშები უფრო თანამედროვე და მრავალფეროვანი იყო.

გარდა ამისა, ფეხბურთელებს არ მოეწონათ, რომ მოურინიომ ბოლო დროს ორჯერ გააკრიტიკა ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე, რომელიც გუნდში საყოველთაო სიმპატიით სარგებლობს.

„ტოტენჰემს” 23 ტურის შემდეგ, პრემიერლიგაში მერვე ადგილი უჭირავს.