„ტოტენჰემი“ ზამთარში ტრანსფერებისთვის ჟოზე მოურინიოს ფულს გამოუყოფს
„ტოტენჰემი“ ზამთარში ტრანსფერებისთვის ჟოზე მოურინიოს ფულს გამოუყოფს

ლონდონის „ტოტენჰემი“ მზად არის, მთავარი მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ახალი ფეხბურთელების შესაძენად გარკვეული თანხა გამოუყოს.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელ სპეციალისტს პრიორიტეტად მიაჩნია მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერება. კლუბი განიხილავს „ნორვიჩიდან“ მაქსიმილიან აარონსისა და „ვესტ ბრომვიჩიდან“ ნათან ფერგიუსონის კანდიდატურებს.

უფრო სერიოზული გაძლიერება ელოდება გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, რადგან გუნდს დატოვებენ მცველები – ტობი ალდერვეირელდი და იან ვერტონგენი, აგრეთვე, ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი. სამივეს ივნისში კონტრაქტი იწურება.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მას დასჭირდება მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ გუნდი ტურნირების მოგებისთვის კონკურენტუნარიანი იყოს. „ტოტენჰემის“ პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ მიანიშნა, რომ მოურინიოს შეუძლია სერიოზული თანხა გამოიმუშაოს, თუ იანვარში ერიქსენს გაყიდის. პრეზიდენტის თქმით, მას არ ეშინია კონკურენტებისთვის დანიელი ფეხბურთელის მიყიდვა.