„ტოტენჰემი“ ზაფხულში რიუდიგერის შეძენას გეგმავს #1TVSPORT
„ტოტენჰემი“ ზაფხულში რიუდიგერის შეძენას გეგმავს #1TVSPORT

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „რეალის“ ფეხბურთელის, ანტონიო რიუდიგერის შეძენას შეეცდება.

ინგლისურ კლუბში ცენტრის გაძლიერებაზე ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ რიუდგერი ამ პოზიციაზე მათთვის განსკუთრებით ხელსაყრელი მოთამაშეა.

აღსანიშნავია, რომ გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერს „ტოტენჰემი“ 2021 წელსაც ცდილობდა, მაგრამ ეს გარიგება არ შედგა.

მიმდინარე სეზონში ანტონიო რიუდიგერმა „რეალის“ შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ი გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებს.