„ტოტენჰემი“ ზაფხულში ჰეონ-მინ სონს გაყიდის #1TVSPORT

12:52, 21.02.2025

„ტოტენჰემის“ მრავალწლიანმა ლიდერმა ჰეონ-მინ სონმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დატოვოს ლონდონური კლუბი.

გამოცემა TBRFootball-ის ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ მზად არის სეზონის ბოლოს გაყიდოს სამხრეთკორეელი და უკვე ჩამოყალიბებულია მის შემცვლელზე. კლუბში იმედოვნებენ, რომ სონს „კრისტალ პალასის“ ვარსკვლავით ებერეჩი ეზეთი შეცვლიან.

შეგახსენებთ, რომ იანვარში „ტოტენჰემმა“ გაააქტიურა ფორვარდთან კონტრაქტის ავტომატურად გაგრძელების ოპცია. სამხრეთკორეელის ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში 32 წლის სონმა ყველა ტურნირზე 34 მატჩში 10 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი