„ტოტენჰემი“ რაკიტიჩის შეძენის ძირითადი კანდიდატია
„ტოტენჰემი“ რაკიტიჩის შეძენის ძირითადი კანდიდატია

„ბარსელონას“ ნახევარმცველ ივან რაკიტიჩისთვის კარიერის გაგრძელების ყველაზე სავარაუდო ვარიანტია ლონდონის „ტოტენჰემი“, – იტყობინება ესპანური პრესა.

გამოცემა „მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, ინგლისურ კლუბს აქვს უპირატესობა სხვა პრეტენდენტებთან. ხორვატი ფეხბურთელით ასევე ინტერესდებიან „იუვენტუსი“, „ატლეტიკო“ და „სევილია“.

„სევილიას“ ტრანსფერზე ფული არ ყოფნის, „იუვენტუსი“ ეჭვობს რაკიტიჩის ასაკისა და ფასის გამო, ხოლო „ატლეტიკო“ მზად არ არის შესთავაზოს ფეხბურთელს მრავალწლიანი კონტრაქტი.

32 წლის რაკიტიჩმა ამ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა „ბარსელონაში“ და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.