ტოტენჰემი მოურინიოს მიწვევას აპირებს
ტოტენჰემი მოურინიოს მიწვევას აპირებს

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ, შესაძლოა „ტოტენჰემი“ ჩაიბაროს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ლონდონური კლუბი მაურისიო პოჩეტინოს გაათავისუფლებს.

გაზეთ „დეილი მეილის“ ინფორმაციით, 56 წლის მაურინიოს მოვლენების ამგვარი განვითარება აწყობს. ამასთანავე, პორტუგალიელ სპეციალისტს კავშირი აქვს „რეალთან“ და ესპანური კლუბისგან წინადადებას ისევ ელოდება .

„ტოტენჰემი“ პრემიერლიგის რვა ტურის შემდეგ მეცხრე ადგილზეა, რაც პოჩეტინოს წასვლის შესახებ ჭორების მიზეზი გახდა .

ჟოზე მოურინიო 2018 წლის დეკემბრის შემდეგ უმუშევარია, მას შემდეგ რაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.