„ტოტენჰემი“ ლეროი სანეს ოთხწლიან კონტრაქტს და ძირითად შემადგენლობაში ადგილს სთავაზობს #1TVSPORT
ლონდონის „ტოტენჰემი“ სერიოზულადაა ჩართული ლეროი სანეს ტრანსფერისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, პრემიერლიგის კლუბმა მიუნხენის „ბაიერნის“ გერმანელ შემტევს ოთხწლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზა. „ტოტენჰემმა“ სანეს პირობა აღუთქვა, რომ მას ძირითად შემადგენლობაში, შეტევის მარჯვენა ფლანგზე ადგილი ექნება.
29 წლის ლეროი სანეს მოქმედი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2025 წლის 30 ივნისს იწურება და „ტოტენჰემს“ შანსი აქვს, ის უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს.
გარდა „ტოტენჰემისა“, სანეს სატრანსფერო სიტუაციას სხვა ინგლისური კლუბებიც აკვირდებიან, თუმცა გარანტირებული სათამაშო დროს მხოლოდ ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული სთავაზობს.
ლეროი სანემ „ბაიერნის“ რიგებში გასულ სეზონში 45 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.