„ტოტენჰემი“ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ენჯ პოსტეკოგლუს გათავისუფლების საკითხს განიხილავს #1TVSPORT
LONDON, ENGLAND - OCTOBER 23: Ange Postecoglou, Manager of Tottenham Hotspur reacts after the team's victory in the Premier League match between Tottenham Hotspur and Fulham FC at Tottenham Hotspur Stadium on October 23, 2023 in London, England. (Photo by Justin Setterfield/Getty Images)
ლონდონის „ტოტენჰემი“ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ავსტრალიელი ენჯ პოსტეკოგლუს თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავს.
მიმდინარე სეზონი „ტოტენჰემისთვის“ მძიმე გამოდის. ფეხბურთელთა მუდმივი ტრავმების ფონზე, გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში მე-14 ადგილზეა, ასევე დამარცხდა ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში.
მიუხედავად ევროპა ლიგის ძირითადი ფაზის რვა საუკეთესო გუნდში დასრულებისა, კლუბის ხელმძღვანელები პოსტეკოგლუს ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილონი არიან და თუ „ტოტენჰემი“ კვირას, 9 თებერვალს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზე „ასტონ ვილასთან“ დამარცხდება, მის გათავისუფლების საკითხს დააყენებენ.
პოსტეკოგლუმ ლონდონური გუნდი 2023 წლის ზაფხულში ჩაიბარა, მასთან ერთად „ტოტენჰემი“ გასულ სეზონში პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზე გავიდა.