„ტოტენჰემი“ ფონსეკას კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
„ტოტენჰემი“ ფონსეკას კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT

ცნობილია, რომ პაულო ფონსეკა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „რომას“ დატოვებს. 

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა მოურინიოს დათხოვნის შემდეგ მის შემცვლელს აქტიურად ეძებს და მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატურად პაულო ფონსეკას განიხილავს, –  იუწყება II Messagerro.

აღნიშნავენ, რომ „ტოტენჰემის“ გარდა პორტუგლიელი სპეციალისტით „ბენფიკა“ და „ზენიტიც“ არიან დაინტერსებულები.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილში „ტოტენჰემი“ მეექვსე პოზიციაზეა, ფონსეკას ყოფილი შეგირდები კი იტალიის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან.