„ტოტენჰემი“ და „არსენალი“ ფერან ტორესისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
ლონდონის „ტოტენჰემი“ დაინტერესებას იჩენს „ბარსელონას“ ფორვარდის, ფერან ტორესის მიმართ მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო „ბორნმუთიდან“ ელი კრუპის შეძენა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Sport.es-ი.
წყაროს ცნობით, „არსენალმაც“ გაააქტიურა ინტერესი მსოფლიო ჩემპიონის მიმართ, რადგან ვერ წაიწია წინ „რეალიდან“ ვინისიუსის გადაბირების საკითხში. გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდო ჩანს მადრიდის „ატლეტიკოდან“ ხულიან ალვარესის ტრანსფერი.
ხაზს უსვამენ იმასაც, რომ „ბარსელონას“ კვლავინდებურად სურს ფერან ტორესთან კონტრაქტის გაგრძელება. ფორვარდის მომავალი მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
გასულ სეზონში ფერანმა ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.