„ტოტენჰემი“ არჩევანის წინაშე - კვარაცხელია ან ტრაორე #1TVSPORT
„ტოტენჰემი“ არჩევანის წინაშე - კვარაცხელია ან ტრაორე #1TVSPORT

„ტოტენჰემში“ იმედი აქვთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენენ,  – იუწყება  Sky Sports.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი არჩევანის წინაშეა – ხვიჩა კვარაცხელია „რუბინიდან“ ან „ვულვზის“ ფეხბურთელი ადამა ტრაორე.

აღნიშნავენ, რომ „ტოტენჰემის“ კვარაცხელიათი დაინტერესება სერიოზულ ხასიათს ატარებს, მაგრამ კლუბში საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

„სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში „ტოტენჰემი“ კიდევ უფრო გააქტიურდება. კლუბში ფეხბურთელების დამატება სურთ, მაგრამ ამისთვის გუნდმა მოთამაშეები უნდა გაუშვას, რომ სხვა ფეხბურთელები დაიმატოს“, – წერს Sky Sports.

საინტერესოა, რომ Sky Sports-ის მიმომხილველი კვარაცხელიათი „მანჩესტერ სიტის“ დაინტერესებასაც ისვამს ხაზს და ყურადღებას ახალგაზრდა ქართველი მოთამაშის ტალანტზე ამახვილებს.

„კვარაცხელიას „სიტიც“ აკვირდება. მას შეუძლია ყველგან ითამაშოს პირველ სამეულში. რუსეთის პრემიერლიგაში კვარაცხელია განსაკუთრებით კარგია მარცხენა ფლანგზე, ტრაორე კი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ თავდამსხმელად ჩამოყალიბდა ინგლისის ჩემპიონატის პირველი ექვსეულის მიღმა“, – ვკითხულობთ წერილში.

 

დატოვე კომენტარი