„ტოტენჰემ ჰოთსპური“ ახალ მწვრთნელად ანდონი ირაოლას განიხილავს #1TVSPORT
„ტოტენჰემ ჰოთსპური“ ახალ მწვრთნელად ანდონი ირაოლას განიხილავს #1TVSPORT

ლონდონის „ტოტენჰემი“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლუბს ავსტრალიელ ენჯ პოსტეკოგლუსთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურს.

29 ტურის შემდეგ პოსტეკოგლუსთან ერთად „ტოტენჰემი“ მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში მე-14 ადგილზეა. გუნდი უკვე გამოეთიშა ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასებს. ტიტულის მოგების ერთადერთი შანსი ევროპა ლიგაზე რჩება, სადაც ლონდონელები მეოთხედფინალში არიან გასულები.

როგორც გამოცემა „ათლეტიკი“ გვაუწყებს, „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ „ბორნმუთის“ მთავარ მწვრთნელს, ესპანელ ანდონი ირაოლას.

ირაოლას გუნდი პრემიერლიგაში ამ მომენტისთვის მე-10 ადგილზეა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩება, ხოლო მისმა სათამაშო სტილმა ინგლისში დიდი ყურადღება დაიმსახურა.