Totalfootballanalysis-ი - ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, საქართველოს ნაკრებში კიდევ სამი მოთამაშე გაიბრწყინებს #1TVSPORT
Totalfootballanalysis-ი - ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, საქართველოს ნაკრებში კიდევ სამი მოთამაშე გაიბრწყინებს #1TVSPORT

totalfootballanalysis-მა საქართველოს ნაკრების შესახებ ანალიტიკური წერილი გამოაქვეყნა, რომლის ავტორიც დარწმუნებულია, რომ მალე, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კიდევ სამი მოთამაშე გაიბრწყინებს.

კიდევ სამი მარგალიტი ხვიჩა კვარაცხელიას თაობაში – სკაუტების ანგარიში

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. მასპინძლების მხარდასაჭერად რეკორდული რაოდენობის მაყურებელი მივიდა. A ჯგუფში პორტუგალიასთან, ნიდერლანდებსა და ბელგიასთან ბრძოლაში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი ისრაელთან პენალტების სერიაში წაგებით დაასრულა, უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბევრი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელის შესანიშნავი თამაში ვიხილეთ.

ბევრი გამოცემა აღნიშნავდა, რომ საქართველოს შედეგები მოულოდნელი იყო. სინამდვილეში, თუ უფრო დიდ სურათს შევხედავთ, ქართულ ფეხბურთში რენესანსს დავინახავთ. ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშებმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში უამრავი ბრწყინვალე ფეხბურთელი გამოაჩინა.

ამ ანალიზში სამ ქართველ ფეხბურთელზე ვისაუბრებთ, რომელთაც, შესაძლოა, დიდი მომავალი ჰქონდეთ.

გიორგი მოისწრაფიშვილი – „დინამო თბილისი“

პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ამ ტაქტიკურ ანალიზში შევეხებით, „დინამოს თბილისის“ ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილია. 21 წლის ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე ასპარეზობით დაამტკიცა, რომ შეუძლია, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. ნახევარმცველი წარმატებით თამაშობს ცენტრალური ნახევარმცველის როლში, უფრო დაცვით პოზიციაზე, ან ათ ნომრად.

ზურიკო დავითაშვილი – „ბორდო“

მისი გოლი ნიდერლანდებთან დაუჯერებელი იყო. დავითაშვილი ძალიან სასარგებლოა „ბორდოს“ შეტევაში. გარდა ამისა, ის აქტიურად არის ჩართული დაცვით საქმიანობაში და ორთაბრძოლებში დადებითი მაჩვენებლები ჰქონდა. ის საინტერესო ფიგურაა. დრიბლინგის, საგოლე ალღოსა და დაცვითი უნარების გამო კი „ბორდოს“ შეუცვლელად წევრად იქცა.

ირაკლი აზაროვი – დონეცკის „შახტარი“

აზაროვი არის მარცხენა მცველი, რომელსაც უყვარს წინ წასვლა და შეუძლია შეტევის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. მინდორზე უფრო მაღლა პოზიციონირებით, დიდი მანძილის დაფარვით ან სხვებისთვის ფარული ვარიანტების შეთავაზებით, ის ხდება დამატებითი შეტევითი საფრთხე. მისი პასები არა მხოლოდ ამწვავებს ქართველების შეტევებს, არამედ მეტოქის მცველებსაც აბნევს.