თოთაძე დინამოს დაემშვიდობა - დინამო იყო და იქნება ჩემს გულში
თოთაძე დინამოს დაემშვიდობა - დინამო იყო და იქნება ჩემს გულში

ლაშა თოთაძე კარიერას ირანში გააგრძელებს. თბილისის დინამოს ყოფილი კაპიტანი გუნდს უკვე დაემშვიდობა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა.

„ძალიან მიმძიმს, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი მომენტიც დგება. დიდი მადლობა გუნდის პრეზიდენტ რომან ფიფიას, ყველა იმ მწვრთნელსა და სტაფს და საერთოდ ყველას, ვისთანაც აქ მიმუშავია, მათ შორის – მინდვრის მომვლელებსაც. ეს ხალხი თავის საქმეს ამ დიდ კლუბში დიდი სიყვარულით აკეთებს. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს. მათგან ყოველთვის ვგრძნობდი გვერდში დგომას. მადლობა ჩვენს დიდ ოჯახს, უშუალოდ გუნდის თითოეულ ფეხბურთელს. დინამო იყო და იქნება ჩემს გულში“ – ამბობს თოთაძე.

ლაშა თოთაძემ თბილისურ კლუბში 3 სეზონი გაატარა და საქართველოს თასთან ერთად სუპერთასიც მოიგო. დინამოს ყოფილი კაპიტანი კარიერას მაზანდარანის ნასაჯში გააგრძელებს, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელი გიორგი გველესიანი თამაშობს.