ტოსკანასა და იტალიის კიდევ ოთხ რეგიონში შეზღუდვები გამკაცრდა
ტოსკანასა და იტალიის კიდევ ოთხ რეგიონში შეზღუდვები გამკაცრდა

იტალიამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვები ტოსკანასა და კიდევ ოთხ რეგიონში გაამკაცრა. შეზღუდვები ძალაში ოთხშაბათიდან შევა. ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ კვირას ქვეყნის მთავრობამ რეგიონები „კოვიდ-19“-ის გავრცელების ინტენსივობის მიხედვით სამ ზონად დაყო და შესაბამისი სიმკაცრის შეზღუდვები, მათ შორის, კომენდანტის საათი დააწესა.

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით 356 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 960 373 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 41 750 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.